დამოკიდებულების თეორია

დამოკიდებულების თეორია
• მარქსიზმის ცენტრალური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთი იმონებს სამხრეთს. სამხრეთი ღარიბია არა იმიტომ, რომ ჩამორჩენილია, არამედ იმიტომ, რომ ჩრდილოეთი მას უწევს ექსპლუატაციას
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]
• განვითარდა 1950-იანი წლების ბოლოს პრებიშის იდეების საფუძველზე. პრებიში და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ, რომ ეკონომიკურ ზრდას წამყვან ქვეყნებში არ მოყვებოდა ღარიბი ქვეყნების განვითარება. უფრო მეტიც, მათი აზრით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობა ხშირად სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს ქმნიდა ღარიბ სახელმწიფოებში. ეს ეწინააღმდეგებოდა ნეოკლასიკოსების შეხედულებებს, რომელთა მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ხელსაყრელი იყო ყველასთვის (Pareto Optimal - ეკონომიკური ვითარება რომელშიც თუ ერთი ადამიანის ან ჯგუფის ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება მეორის - უარესდება. არავის შეუძლია გამდიდრება ვინმე სხვის გაღარიბების გარეშე), მაშინაც კი, თუ მოგება არ ნაწილდებოდა თანაბრად.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "დამოკიდებულების თეორია" в других словарях:

  • თეორია X — საინჟინრო ფსიქოლოგიის წარმომადგენელმა დუგლას მაკგრეგორმა (Douglas McGregor 1906 1964) შემოიღო. ყურადღება ადამიანის ბუნებას მიაპყრო და აღნიშნა მისი მოქმედება მენეჯერების მოტივაციურ მეთოდზე. იგი ამტკიცებდა, რომ საკადრო მენეჯმენტში მნიშვნელოვანი… …   Georgian encyclopedia

  • კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია — ჯოზეფ ნაიმ და რობერტ კიოჰანმა ჩამოაყალიბეს თავიანთ გახმაურებულ ნაშრომში ძალა და ურთიერთდამოკიდებულება (1977). ისინი ამბობენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის გაცილებით უფრო რთული, ვიდრე იყო ომამდე. ადრე ურთიერთობები… …   Georgian encyclopedia

  • ბრუნო ჯორდანოს შემეცნების თეორია — ბრუნომ უარყო ღმერთისა და სამყაროს, როგორც ტრანსცენდენტურის და იმანენტურის დაპირისპირება, მაგრამ მათ შორის განსხვავება შეინარჩუნა, როგორც არსების და მოვლენის, შინაგანი მიზეზის და შედეგის. მათ შორის დამოკიდებულების გაგება ნეოპლატონური ემანაციის… …   Georgian encyclopedia

  • გერჰარდ და ჯინ ლენსკები — ლენსკების აზრით, მათი თეორია (ეკოლოგიურ ევოლუციური მიდგომა) ბიოლოგიაში ევოლუციურ მიდგომასთან ერთად იზიარებს ინტერესს ცვლილების პროცესისადმი – კერძოდ, ძირითად, ხანგძლივ, განვითარებად და ადაპტირებად ცვლილებებისადმი – და ასევე, ინტერესს მასთან… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»